- პროექტი
1. პროექტის სახელი:
რადიოაქტიური პრეპარატები და მათთან მუშაობის უსაფრთხოების წესები.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები გაეცნობიან რადიოაქტივობის მოვლენას და რადიაციის ზემოქმედებას ადამიანებზე.ისწავლიან რადიოაქტიურ პრეპარატებთან მუშაობის უსაფრთხოების წესებს.
3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები შეისწავლიან რადიოაქტივობის მოვლენას და რადიაციის ზემოქმედებას ადამიანზე. მათ დაევალებათ მოიძიონ შესაბამისი მასალა ინტერნეტში და სამეცნიერო ლიტერატურაში. პროექტის ფარგლებში მოეწყობა შეხვედრა ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებთან და მოისმენენ ლექციას რადიოაქტიურ პრეპარატებთან მუშაობისას უსაფრთხოების წესების შესახებ.მათ შეეძლებათ წინასწარ მომზადებული კითხვები დაუსვან კომპეტენტურ პირებს. ბავშვები აგრეთვე შეხვდებიან ექიმ ონკოლოგებს და მათგან მიიღებენ ინფორმაციას რადიაციის ზემოქმედებაზე ადამიანის ორგანიზმზე.
მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში არსებული ბირთვული რეაქტორების შესახებ, ახასიათებენ მათი მუშაობის პრინციპს.
მოსწავლეები შეადგენენ კითხვარს და აწარმოებენ მოსახლეობის გამოკითხვას ბირთვული იარაღის მიმართ მათი დამოკიდებულების გამოსავლენად.
მოაწყობენ პრეზენტაციას (კომპიუტერის საშუალებით) დიაგრამების და ცხრილების საშუალებით.
4. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი
5. ვადები/ ხანგრძლივობა: 3 კვირა (9 საათი)
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული მასალის დამუშავება.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას.
შეიქმნება ბლოგი,რომელზედაც მოსწავლეები განათავსებენ დამუშავებულ მასალას.
8. სარგებელი სხვებისთვის: მოცემულ თემაზე მოძიებულ მასალას დაამუშავებენ და ჩაწერენ კომპაქტური სახით. ინტერნეტში ბლოგზე გნთავსებული მასალა ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ არიან
11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
ფიზ. XI. 6. მოსწავლე აღწერს ბირთვული ენერგიის მიღებისა და გამოყენების გზებს.
. სხვადასხვა მეცნიერთა ექსპერიმენტული კვლევების ანალიზის საფუძველზე ახასიათებს ალფა, ბეტა და გამა გამოსხივებას, მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით. მსჯელობს მათი გამოყენების შესახებ.
. მოიპოვებს ინფორმაციას რადიოაქტივობის აღმოჩენის შესახებ, აფასებს ამ აღმოჩენის დადებითდა უარყოფით მხარეებს;
. ქმნის რუკას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში ბირთვული რეაქტორების მდებარეობის შეასახებ, ახასიათებს მათი მუშაობის პრინციპს.
. ჯგუფური მუშაობის პრინციპით შეიმუშავებს რადიაქტიულ პრეპარატებთან მუშაობის უსაფრთხო ქცევის წესებს და აკეთებს პრეზენტაციას;
. ადგენს კითხვარს და აწარმოებს მოსახლეობის გამოკითხვას ბირთვული იარაღის მიმართ მათი დამოკიდებულების გამოსავლენად, შედეგებს წარმოადგენს დიაგრამის სახით.
ქიმ. XI. 1. მოსწავლე აღწერს ატომის აღნაგობას და მასში მიმდინარე პროცესებს.
· მოიპოვებს ინფორმაციას ალფა, ბეტა და გამა გამოსხივების თავისებურების შესახებ, მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით. მსჯელობს მათი გამოყენების შესახებ.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნანა სოზაშვილი
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: mailto:nana.sozashvili@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: http://nanasozashvili.blogspot.com/
Thursday, November 12, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)